უილიამ ფოლკნერი – ხმაური და მძვინვარება

„ცხოვრება — კრეტინის მიერ მოყოლილი მოთხრობაა, სავსე ხმაურითა და მძვინვარებით, მაგრამ აზრის გარეშე“. ამ მოთხრობის სხვაგვარად გადმოცემა, არა ისე, როგორც თავდაპირველად იყო მოყოლილი, ნიშნავს სრულიად სხვა ამბის თხრობას, რომელში მოქმედ იმავე ადამიანებს იგივე სახელები ექნებათ, მათ იგივე სისხლის ნათესაობა დააკავშირებს, ისინი გახდებიან მოვლენების მონაწილეები, რომლებიც მსგავსი იქნება პირველთა ცხოვრებაში მომხდარი მოვლენებისა; არა იმავე მოვლენებისა, არამედ მხოლოდ მსგავსისა, რადგან რა ქმნის ამბავს ამბად თუ არა მისი მოყოლა? ხომ არ შეუძლია ნებისმიერ წვრილმანს წარმოადგინოს იმდენი ამბავი, რამდენიც სხვადასხვაგვარადაა მასზე მოთხრობილი? და რა ამბავია ის, ბოლოს და ბოლოს, რაზეც არავის მოუყოლია და შესაბამისად, რაზეც არავინ არაფერიც იცის?

[View the story “უილიამ ფოლკნერი ” on Storify]

ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი – დიდი გეტსბი

„თუკი პიროვნება უნდა გაიზომოს თავის გამოვლენის უნარით, მაშინ გეტსბიში იყო რაღაც ჭეშმარიტად დიდებული, რაღაც ამაღლებული მგრძნობელობა ცხოვრების ყველა დანაპირების მიმართ… ეს იყო იმედის იშვიათი ნიჭი, რომანტიკული გზნება, რომელსაც მეტში ვერავისში შევხვედრივარ“.

[View the story “ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი” on Storify]

ჯორჯ ორუელი – 1984

მოქმედება ხდება 1984 წელს ლონდონში, ოკეანიის პროვინციის ასაფრენი ბილიკი ნომერი ერთის დედაქალაქში. უინსტონ სმიტი, ოცდაცხრამეტი წლის საშუალო სიმაღლის დალეული კაცი აპირებს დღიურის შევსება დაიწყოს ძველებურ სქელ რვეულში, რომელიც ახლახან უყიდია მეძველმანის დუქანში. დღიურს თუ აღმოუჩენენ, უინსტონს სიკვდილი ან ოცდახუთი წლის კატორღა ელოდება. მის ოთახში, ისევე როგორც ნებისმიერ საცხოვრებელ ან სამსახურებრივ შენობაში, კედელში ჩამონტაჟებულია ტელეეკრანი, რომელიც ოცდაოთხი საათის განმავლობაში მუშაობს როგორც მიღების, ისე გადაცემის რეჟიმში. ფიქრების პოლიცია უსმენს ყოველ სიტყვას და აკვირდება ყველა მოძრაობას. ყველგან გაკრულია პლაკატები: ადამიანის უზარმაზარი სახე ხშირი შავი ულვაშით და თვალებით, რომელიც პირდაპირ მაყურებელს უმზერს. წარწერა ამბობს: „უფროსი ძმა გიყურებს შენ“.

[View the story “ჯორჯ ორუელი ” on Storify]

ჯეიმს ჯოისი – ულისე

რომანი მოგვითხრობს ორი ადამიანის, ოცდათვრამეტი წლის დუბლინელი ებრაელის, ლეოპოლდ ბლუმისა და ოცდაორი წლის სტივენ დედალუსის ცხოვრების ერთი დღის შესახებ. მოქმედება 1904 წლის 16 ივნისს ვითარდება.
უზარმაზარი ნაწარმოები დაყოფილია სამ დიდ ნაწილად, რომლებიც ჯამში თვრამეტ ეპიზოდს აერთიანებს. ავტორის ჩანაფიქრით, წიგნის სტრუქტურა ჰომეროსის „ოდისეას“ უნდა შეესაბამებოდეს, რომლის მთავარი გმირის, ოდისევსის სახელი ლათინური ტრადიციით იკითხება როგორც Ulysses ან Ulixes (ინგლ. Ulysses) ანუ ულისე. ეს კავშირი ძველბერძნულ ნაწარმოებთან პირობითია. ამ ვრცელ რომანში ფაქტობრივად მნიშვნელოვანი არაფერი ხდება. სამი დიდი ნაწილია: 1. ტელემაქიადა, 2. ოდისეა, 3. ნოსტოსი (დაბრუნება).
მოქმედების ადგილი ირლანდიაა; კერძოდ, დედაქალაქი დუბლინი. თხრობისას იგრძნობა, რომ ავტორს რუკითა და ცნობარებით ამ ქალაქის ყოველი გოჯი აქვს გაზომილი და შესწავლილი. დრო ქრონომეტრული სიზუსტით მიდის, თუმცა ზოგჯერ ჩერდება.
პირველი ნაწილი სამ ეპიზოდს მოიცავს (1. ტელემაქე, 2. ნესტორი, 3. პროტევსი).

[View the story “ჯეიმს ჯოისი” on Storify]

ფრანც კაფკა – პროცესი

იმ დილას იოზეფ კ-ს ოცდაათი წელი შეუსრულდა. მოსამსახურე ქალის ნაცვლად მის ოთახში შავებში ჩაცმული უცნობი მამაკაცი შემოდის და ეუბნება, რომ დაპატიმრებულია. მეზობელ ოთახში კიდევ რამდენიმე კაცი იმყოფება, ისინიც თავაზიანად ამცნობენ, რომ „მის საქმეს მსვლელობა მიეცა და მალე ყველაფერს შეიტყობს“. დაუპატიჟებელი სტუმრების საქციელი აღშფოთებასაც იწვევს და გაოცებასაც. კ., რომელსაც თავის უდანაშაულობაში ეჭვი არ ეპარება, დარწმუნებულია, რომ ეს ან გაუგებრობაა, ან უადგილო ხუმრობა. ნებისმიერი მცდელობა, რაიმე გაარკვიოს, კრახით სრულდება. ვინ არიან ეს ადამიანები?

[View the story “ფრენც კაფკა ” on Storify]

თომას მანი – ჯადოსნური მთა

მოქმედება ვითარდება XX დასაწყისში (წლებში, რომლებიც უშუალოდ წინ უძღოდა პირველ მსოფლიო ომს) შვეიცარიაში, დავოსის ახლოს მდებარე ტუბერკულიოზის სანატორიუმში. რომანის სათაური აღძრავს ასოციაციას გერზელბერგის მთასთან (ცოდვის ანუ ჯადოსნური მთა), სადაც, ლეგენდის მიხედვით, მინეზინგერმა ტანჰოიზერმა შვიდი წელი გაატარა ქალღმერთ ვენერას ტყვეობაში.

[View the story “თომას მანი” on Storify]